თარგმნა – ეს არის პროფესიონალური ლინგვისტური მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ოფიციალური, საქმიანი, იურიდიული, ტექნიკური, სამედიცინო თუ სხვა ტიპის დოკუმენტების ზუსტ და ხარისხიან თარგმანს ერთი ენიდან მეორეზე. ხშირად, თარგმნილი დოკუმენტების ნამდვილობის დასადასტურებლად საჭიროა ნოტარიული დამოწმებაც.

ნოტარიული თარგმნა და დამოწმება
თარგმნა + ნოტარიული დამოწმება
ჩვენთან შეგიძლიათ თარგმნოთ და ნოტარიული წესით დაამოწმოთ:
- პასპორტი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- დიბლომი;
- სერტიფიკატი;
- მინდობილობა;
- სხვა დოკუმენტები.
თარგმნა – რა ტიპის დოკუმენტების თარგმნაა შესაძლებელი?

სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების თარგმნა
- პირადი დოკუმენტები: პასპორტი, პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, დიპლომები, სერტიფიკატები, ატესტატები, ცნობები და სხვა.
- იურიდიული დოკუმენტები: ხელშეკრულებები, მემორანდუმი, რწმუნებულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მინდობილობები), სასამართლო გადაწყვეტილებები, საწესდებო დოკუმენტები და სხვა.
- საქმიანი დოკუმენტები: კომერციული წინადადებები, საინვესტიციო პროექტები, ფინანსური ანგარიშები, მარკეტინგული მასალები, პრეზენტაციები და სხვა.
- ტექნიკური დოკუმენტები: ინსტრუქციები, ტექნიკური პასპორტები, ნახაზები, ტექნიკური სპეციფიკაციები და სხვა.
- სამედიცინო დოკუმენტები: სამედიცინო ცნობები, სამედიცინო ისტორიები, ანალიზების პასუხები, კლინიკური კვლევების დოკუმენტაცია და სხვა.
- ვებ-გვერდები და სხვა ტიპის კონტენტი: ვებ-გვერდების, პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა ციფრული კონტენტის თარგმნა.
თარგმნა პროფესიონალურად რატომ არის მნიშვნელოვანი?
- სიზუსტე და სიცხადე: პროფესიონალი მთარგმნელები (თარჯიმანი) უზრუნველყოფენ ტექსტის ზუსტ და ცალსახა თარგმანს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული, ტექნიკური და სამედიცინო დოკუმენტებისთვის.
- კონფიდენციალურობა: მთარგმნელობითი კომპანიები (თარჯიმანთა ბიურო) იცავენ თქვენი დოკუმენტების კონფიდენციალურობას.
- ნოტარიული დამოწმების საჭიროება: ოფიციალური დოკუმენტების უმეტესობას სხვადასხვა ინსტანციაში წარსადგენად ესაჭიროება პროფესიონალური თარგმნა და ნოტარიული დამოწმება, რასაც მაღალ დონეზე ვუზრუნველყოფთ ჩვენ.
- ენობრივი და კულტურული ნიუანსების გათვალისწინება: პროფესიონალი მთარგმნელი ითვალისწინებს ენობრივ და კულტურულ თავისებურებებს, რაც უზრუნველყოფს თარგმანის ადეკვატურობას.
- დროის დაზოგვა: პროფესიონალური თარგმანი ამცირებს თქვენს მიერ დახარჯულ დროსა და ძალისხმევას.
დოკუმენტების თარგმნის შეკვეთისას გაითვალისწინეთ!
- თარგმანის საჭირო ენა/ენები;
- დოკუმენტის ტიპი და სირთულე;
- თარგმანის შესრულების ვადა;
- ნოტარიული დამოწმების საჭიროება.
პროფესიონალური დოკუმენტების თარგმანი არის თქვენი წარმატების გარანტია საერთაშორისო ურთიერთობებში.
ჩვენი თარჯიმანთა ბიურო – დოკუმენტების თარგმნას ახორციელებენ გამოცდილი თარჯიმნები და მთარგმნელები, რომლებიც სრულად ფლობენ თარგმანის სპეციფიკას. ისინი ასრულებენ ნებისმიერი სირთულის თარგმნას, იქნება ეს დავაშირებული იურიდიულ, სამედიცინო, ტექნიკურ თუ ფინანსური დოკუმენტების თარგმანსთან.
ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალი ხარისხის მთარგმნელობით მომსახურებას. ასე რომ, თუ გსურთ დოკუმენტების გადათარგმნა მაღალპროფესიონალურ დონეზე თქვენ სწორ არჩევანს აკეთებთ, ჩვენი თარჯიმანი შეასრულებს დოკუმენტების თარგმნას გონივრულ ვადაში.
თქვენთვის სასურველი მთარგმნელობითი მომსახურების ზუსტი ფასის განსაზღვრის მიზნით, დაგვიკავშირდით ტელეფონის საშუალებით ან გამოაგზავნეთ წერილობით მოთხოვნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ელექტრონული ფოსტით მიღებული მოთხოვნის დამუშავების შემდეგ დაგიკავშირდებით უმოკლეს დროში.
